Tuesday, May 29, 2012

SUSHI



სუში ჩემი ყველაზე საყვარელი კერძია და მინდა, რამდენიმე სიტყვით გაგაცნოთ მისი შექმნის ისტორია. 
სუში ტრადიციული იაპონური სამზარეულოს კერძია, რომელიც მზადდება ბრინჯისა და ზღვის პროდუქტებისაგან, სხვადასხვა ინგრედიენტის დამატებით. იაპონიაში სუშის მომზადება მთელი ხელოვნებაა, რომელსაც საგულდაგულოდ სწავლობენ. ცნობილია, რომ სუში ჯანსაღი პროდუქტია და დადებითად მოქმედებს ადამიანის ჯანმრთელობაზე.
სუშის დამზადების ისტორია სათავეს იღებს ჩ.წ. პირველი საუკუნიდან ჩრდილოეთ აზიაში, სადაც მოხარშულ ბრინჯს იყენებდნენ თევზის მომზადებისა და კონსერვირებისთის. გასუფთავებულ და დაჭრილ თევზს აყრიდნენ მარილს და ბრინჯში ურევდნენ, შემდეგ ზემოდან ქვებს ადებნენ (რაც თავსახურის ფუნქციას ასრულებდა). რამდენიმე თვის განმავლობაში მიმდინარეობდა ბრინჯისა და თევზის რძემჟავური ფერმენტაცია, რისი წყალობითაც თევზი მთელი წლის განმავლობაში ვარგისი რჩებოდა.
მე-17 საუკუნეში ბრინჯს უკვე ძმარს უმატებდნენ და  სუნელებიან თევზთან ერთად პრესავდნენ. მე-19 საუკუნეში ტოკიოში გამოჩნდა ცნობილი ნიგირი-სუში. მე-20 საუკუნის შუა ხანებში უკვე სუშის ბევრი სახეობა იყო გავრცელებული.
...ბოლო დროს სუში ჩვენთანაც გახდა პოპულარული და, შესაბამისად, თბილისში ძალიან მომრავლდა ადგილები, სადაც სუშის ჭამას შეძლებთ. მაგრამ, ჩემი აზრით, ნამდვილი სუშის  მხოლოდ "საკურასა" ან რესტორან "ქალაქურში" თუ დააგემოვნებთ.

რამდენიმე დღეში ვაპირებ, სახლში თავად ვცადო სუშის როლების გაკეთება. შემდეგ ფოტოებს აუცილებლად ავტვირთავ, დავწერ რეცეპტსაც და, ამავე დროს, მოგცემთ რჩევებს, თუ სად და რა ფასში შეგიძლიათ საჭირო ინგრედიენტების შეძენა.
...დროებით ;)

Sunday, May 27, 2012

ხილის ყინულები

მარტივი იდეა სუფრის დეკორაციისთვის. დამეთანხმებით, ალბათ, რომ ძალიან ლამაზია.
დაამზადეთ სხვადასხვა ხილის ყინულები. უბრალოდ, ყინულის გასაკეთებელ ფორმაში ჩადეთ სხვადასხვა ხილი, პიტნის ფოთლები, ყვავილები, დაასხით წყალი და შედგით საყინულეში.







Add caption




Strawberry fondue

საჭირო ინგრედიენტები: 285 მლ სქელი ნაღები, 200 გრ თეთრი შოკოლადი
500 გრ მარწყვი (დიდი, ბუთქუშა), კოქტეილის ჩხირები
ზაფხულის მარტივი დესერტი - დარწმუნებული ვარ, რომ ყველას მოეწონება.
მომზადება:
ნაღები დადგით დაბალ ცეცხლზე და მიიყვანეთ ადუღებამდე. შემდეგ გადმოდგით ცეცხლიდან, ჩაყარეთ თეთრი შოკოლადი (ჩატეხეთ) და მოურიეთ. (შოკოლადი მთლიანად უნდა გადნეს.) კრემი ჩაასხით ლამაზ ფორმაში, მარწყვი წამოაცვით ჩხირებზე.
შეგიძლიათ ცხელიც და ცივიც მიირთვათ :)
(კრემი მაცივარში 2-3 დღის განმავლობაში ძლებს )


ალუბლის ტარტი

ერთ-ერთი პირველი რეცეპტი, რომელიც შემოგთავაზეთ იყო ვაშლის ტარტი. ჰოდა, იმავე ცომით შეგიძლიათ არანაკლებ გემრიელი ალუბლის ტარტი დაამზადოთ. თანაც, ზუსტად ახლა დადგა ალუბლის სეზონი :))) მოკლედ გადავიდეთ რეცეპტზე.

ინგრედიენტები:
ცომი:
3 ჭიქა ფქვილი
6 სუფრის კოვზი შაქარი
200 გრ კარაქი
2 კვერცხი
შიგთავსი:
800 გრ ალუბალი
1/2 ჭიქა  შაქარი (გემოვნების მიხედვით დააკელით ან დაუმატეთ)
1 სკ კარტოფილის ფქვილი

 მომზადება:
კვერცხი, შაქარი ათქვიფეთ მიქსერით, დაუმატეთ ოთახის ტემპერატურაზე გამდნარი კარაქი და კარგად ათქვიფეთ. თანდათანობით დაუმატეთ ფქვილი და ისევ განაგრძეთ თქვეფა. შემდეგ განაგრძეთ ხელით ზელა და ცოდ-ცოტა ფქვილი დაუმატეთ მანამ, სანამ ტარტალეტკის ცომის მსგავს მასას არ მიიღებთ. შემდეგ გაყავით ცომი ორ ნაწილად, დაამრგვალეთ და ნახევარი საათით შედგით მაცივარში.
ამასობაში, ალუბალი გამოკურკეთ, დააყარეთ შაქარი, დადგით დაბალ ცეცხლზე და ურიეთ. თანდათან დაუმატეთ კარტოფილის ფქვილი და განაგრძეთ მორევა. როდესაც ალუბლის მასა შესქელდება, გადმოდგით ცეცხლიდან და აცადეთ გაციება. 
 აიღეთ მრგვალი საცხობი ფორმა, წაუსვით ცოტა ზეთი. გააპრტყელეთ ცომის ერთი გუნდა და ჩადეთ ფორმაში. ჩაყარეთ ალუბლები ( ისე ქენით, რომ ცომის ორივე ფენა ერთმანეთს კარგად ეკვროდეს, შემოასწორეთ დანით და გააფორმეთ ჩანგლის საშუალებით.
გამოაცხვეთ 180 გრადუსზე 35-40 წუთის განმავლობაში.

შეგიძლიათ მიირთვათ ცხელი და ცივი ფორმითაც. ვანიილის ნაყინთან ძალიან გემრიელიააა! ::)))

Tuesday, May 22, 2012

ლობიოს, სიმინდისა და ყველის ნაჩოსი



როგორ დამავიწყდა?! რომ არა თიკო (ჩემი დაქალი), ალბათ, კიდევ დიდი ხანი არ გამახსენდებოდა ამ რეცეპტის დაწერა. სულ რაღაც 10 წუთის წინ მომწერა facebook-ზე, რომ  მექსიკური ნაჩოსის ჩემეული ვარიანტი დამედო, რომელიც მას ძალიან უყვარს. ამ კერძს ხშირად  ვაკეთებთ ხოლმე ზაფხულობით, როდესაც მთელი ჩვენი სამეგობრო მასთან, მცხეთაში, ვატარებთ ხოლმე ზაფხულის ცხელ დღეებს. 
მომზადება ძალიან მარტივია და არც დიდ დროს წაგართმევთ. უბრალოდ, მთავარია, რომ ცხელი მიირთვათ, რადგანაც თუ გაცივდა, ისეთი გემო აღარ აქვს :/
გუდვილში შეგიძლიათ ყველა საჭირო ინგრედიენტი იყიდოთ.
მოკლედ გადავიდეთ რეცეპტზე. :))
თქვენ დაგჭირდებათ:
MAGGI fix & frisch Chili con Carne (სუნელების განყოფილებაში)
2 კონსერვი წითელი ლობიო (კონსერვების განყოფილებაში დევს)
1 კონსერვი სიმინდი
2 საშუალო შეკვრა დორიტოსი (ერთი წიწაკით, მეორე ყველით)
3 პამიდორი
200 გრ ჰოლანდიური ყველი (ან ნებისმიერი სხვა)
მომზადება:
ტაფაზე დაასხით ცოტა ზეთი, გაახურეთ და დაბალ ცეცხლზე 5 წუთის განმავლობაში მოშუშეთ ლობიო თავისსავე წვენში და სიმინდი (წვენი გადაასხით). ერთ ჭიქა მდუღარე წყალში გახსენით  MAGGI fix და დაუმატეთ სიმინდსა და ლობიოს. აცადეთ წამოდუღება .წყალი ცოტათი უნდა ამოშრეს და დანარჩენი მასა ბლანტი უნდა გახდეს. 
ამასობაში, პამიდორს კანი გააცალეთ და დაჭერით თხელ, მრგვალ ნაჭრებად.
აერღუმელი გააცხელეთ 180 გრადუსზე. გამჭვირვალე ფორმას წაუსვით ცოტა ზეთი, ერთ ფენად ჩააწყვეთ დორიტოსი, მეორე ფენა დაასხით გამზადებული ლობიო და სიმინდი და მესამე ფენად პომიდვრის ნაჭრები დაალაგეთ.  შემდეგ ისევ თავიდან, ჯერ დორიტოსი და ა.შ. სულ ბოლო ფენად ისევ დორიტოსის ჩიფსები და პომიდორი დააწყვეთ. ბოლოს დაახეხეთ ყველი.
გამოაცხვეთ 15 წუთის განმავლობაში შეხედეთ, როდესაც ზემოდან ყველი უკვე დადნება, შეგიძლიათ, გამოიღოთ და მიირთვათ).

სხვადასხვა ხილის შეიკი ვიტამინების წყაროა!

ზაფხულის დადგომა ყველაფერთან ერთად კიდევ იმიტომ მიხარია, რომ ჩემი საყვარელი ხილის სეზონი დგება: მარწყვი, ბალი , ალუბალი, საზამთრო , ნესვი და ვაშლატამა!...გთავაზობთ რამდენიმე შეიკისა და სახლის ლიმონათის რეცეპტს.
ბანანის მილქშეიკი 
ორი ბანანი, 500 მლ რძე და 2 სკ კაკაო ათქვიფეთ ბლენდერით და მიირთვით.
მარწყვის ლიმონათი
400 გრ მარწყვი, 80 მლ ლაიმის (ან ლიმონის) წვენი, 4 სკ შაქარი ბლენდერში ათქვიფეთ. 1 საათით შედგით მაცივარში. შემდეგ დაამატეთ 500 მლ გაზიანი წყალი და აურიეთ. ჩაყარეთ დაჩეჩქვილი ყინულები და მიირთვით :)
მარწყვის მილქშეიკი
400 გრ მარწყვი, 1 ლ რძე, 5 სკ შაქარი და 4 ყინული (დაჩეჩქვეთ) აურიეთ ბლენდერში.

რაფაელოს მილქშეიკი
10 ცალი რაფაელოს ბურთულა შედეთ საყინულეში 4 საათით. შემდეგ 400 მლ რძე და რაფაელო ათქვიფეთ ბლენდერში. 


Monday, May 21, 2012

Chicken Wrap

გთავაზობთ ქათმის ვრაპის რეცეპტს. ვისაც ცეზარი ძალიან გიყვართ, მრავალფეროვნებისთვის შეგიძლიათ ეს კერძი გასინჯოთ და , გარწმუნებთ, ძალიან მოგეწონებათ. უბრალოდ კრუტონები ლავაშით არის ჩანაცვლებული, ყველა სხვა ინგრედიენტი კი იგივეა.
საჭირო ინგრედიენტები:
პორცია: 6
სომხური ლავაში (20 სმ სიგრძის 6 ნაჭერი)
400 გრ ქათმის ფილე 
1/2 ჩკ ნიორი (გუდვილში იყიდება სუნელის სახით)
1/4 ჩკ წიწაკა
175 მლ ცეზარის დრესინგი (Calve-ს ან სხვა ფირმის, იყიდება გუდვილში პოპულში)
სალათის ფურცლები
50-60 გრ გახეხილი პარმეზანი
მომზადება:
სომხური ლავაში დაჭერით 6 ნაჭრად. ქათმის ფილე შეკმაზეთ წიწაკითა და მარილით და შეწვით ისე, რომ კარგად შეიბრაწოს. შემდეგ დაჭერით სალათის ფურცლები (აუცილებელია, რომ კარგად გამშრალი იყოს). აურიეთ ერთმანეთში სალათის ფურცლები, ქათმის ფილეს ნაჭრები,გახეხილი პარმეზანი და ცეზარის დრესინგი. ლავაშის თითეულ ნაჭერზე გაანაწილეთ და გადაახვიეთ.




Sunday, May 20, 2012

Onion Rings

ალბათ, ძალიან ბევრს გიყვართ ხახვის რგოლები და ხშირად შეგიკვეთავთ. დარწმუნებული ვარ, mgroup-ის რესტორან "loft"-შიც ხშირად გიჭამიათ.
ზოგიერთ თქვენგანს ამ კერძის დამზადება რთულიც შეიძლება გონებოდა, მაგრამ მერწმუნეთ, ძალიან მარტივია და  სულ რაღაც 20 წუთს წაგართმევთ.
საჭირო ინგრედიენტები:
3 დიდი ხახვი
250 გრ ფქვილი
220 მლ რძე
1 ჩკ მარილი
1/2 ჩკ წიწაკა
ზეთი შესაწვავად
მომზადება:
მიქსერის საშუალებით ერთმანეთში აურიეთ ფქვილი, რძე, მარილი და წიწაკა. ხახვი დაჭერით თხელ რგოლებად.  ალუმინის ქვამბში ჩაასხით ბლომად ზეთი და გააცხელეთ. ხახვის თითოეული რგოლი ამოავლეთ ცომში და შეწვით ზეთში ორივე მხრიდან (დაახლოებით 2 წუთის განმავლობაში).
შემწვარი ხახვის რგოლები ხელსახოცის საშუალებით გააშრეთ და მიირთვით.
P.S. ისე მინდა, დავამატო, რომ ხახვის რგოლები  ჯანმრთელობისთვის ძალიან მავნებელია :/


Breakfasts From Around the World by Oliver Schwarzwald

Sweden

France

United States

United Kingdom
Russia
International

ფრანგული საუზმე - French Toast

ფრანგული ტოსტი ჩვენებური ყიყლიყოს ტკბილი ანალოგია :) ძალიან უხდება ნებისმიერი ხილი, ხილის ჯემი ან თაფლი :)))
საჭირო ინგრედიენტები:
3 კვერცხი
60 მლ რძე
2 სკ შაქარი
1 ჩკ დარიჩინი
8 ნაჭერი პური
კარაქი ან ზეთი
მომზადება:
კვერცხი, რძე, შაქარი და დარიჩინი კარგად ათქვიფეთ. ტაფაზე დაასხით ზეთი ან კარაქი და გაახურეთ დაბალ ცეცხლზე. ამასობაში პურის თითოეული ნაჭერი ამოავლეთ ათქვეფილი კვერცხის მასაში( დიდი ხანი არ ჩაალბოთ, თორემ დაიშლება) და ორივე მხრიდან შეწვით. მოასხით ხილის ჯემი და მოაყარეთ მარწყვი ან ნებისმიერი სხვა ხილი.
ძალიაააააან გემრიელია!!!! 




პომიდვრის კრემსუპი

საჭირო ინგრედიენტები:
500 გრ პომიდორი
90მლ  (6 სკ)ზეითუნის ზეთი
1 სკ შაქარი
მარილი, წიწაკა, ბაზილიკა, ორეგანო
1 ხახვი
2 კბილი ნიორი
გალინა ბლანკას ბრიკეტი 
კრუტონები და გახეხილი ყველი
მინდა გაგიზიაროთ ჩემი საყვარელი სუპის, პომიდვრის კრემსუპის, რეცეპტი. ძალიან უხდება კრუტონები და ჩახეხილი ყველი :)
მომზადება:
მდუღარე წყალში 2 წუთით ჩადეთ პომიდვრები, რომ კანი ადვილად გააცალოთ. დაჭერით საშუალო ზომის ნაჭრებად და 2 სუფრის კოვზ ზეითუნის ზეთში დაბალ ცეცხლზე მოთუშეთ (20წუთის განმავლობაში). ცალკე ტაფაზე 2 სუფრის კოვზ ზეთში მოხრაკეთ წვრილად დაჭრილი ხახვი, დაჭყლეტილი ნიორი. 240 მლ მდუღარე წყალში გახსენით ბულიონის ბრიკეტი. შემდეგ ბლენდერში ყველაფერი ერთად აურიეთ (გალინა ბლანკას ბულიონთან და შაქართან ერთად). არეული მასა ქვაბში ჩაასხით და წამოადუღეთ. დაამატეთ მარილი, წიწაკა, ბაზილიკი და ორეგანო (გემოვნებით) და 2 წუთში სუპიც მზად არის :)))

Friday, May 18, 2012

უმარტივესი Peanut Butter Cookies

ამ უგემრიელესი "ანტიდეპრესანტის" გასაკეთებლად თქვენ მხლოდ 3 ინგრედიენტი გჭირდებათ:
260 გრ მიწისთხილის კარაქი (Peanut Butter)
180 გრ შაქარი
1 კვერცხი
მომზადება:
ყველა ინგრედიენტი აურიეთ და მიქსერით ძალიან კარგად ათქვიფეთ. აერღუმელის გამოსაცხობ ფორმაზე დადეთ ცხიმწასმული ფოლგა და სუფრის კოვზის საშუალებით პატარ-პატარა ზომებად გაანაწილეთ ცომი. გამოაცხვეთ 175 გრადუსზე 7-8 წუთის განმავლობაში. ყურადღებით იყავით ძალიან მალე იწვება :/
ცომში შეგიძლიათ, შოკლადის ნატეხებიც აურიოთ :)




Thursday, May 17, 2012

Culinary art!





ბოსტნეულის კრემსუპი

გთავაზობთ ძალიან მარტივი, გემრიელი და, ამავე დროს, ეკონომიური კრემსუპის რეცეპტს.
საჭირო ინგრედიენტები:
1 ყაბაყი
1 წითელი ბულგარული
1 სტაფილო
7-8 ცალი ახალი კარტოფილი (ან 2 საშუალო ზომის ძველი კარტოფილი)
3 ღერი ნიახური
2 კბილი ნიორი
1 ს/კ ზეთი
მარილი, წიწაკა გემოვნებით
მომზადება:
ბოსტნეული დაჭერით (სტაფილო და კარტოფილი გათალეთ), ჩაყარეთ ქვაბში, დაასხით მდუღარე წყალი იმდენი, რომ მთლიანად დაფაროს ბოსტნეული. ჩაამატეთ ერთი სუფრის კოვზი ზეთი და დადგით საშუალო ცეცხლზე 25 წუთით. ბოლოს ჩაყარეთ მარილი და წიწაკა. როდესაც ცოტათი გაცივდება, ჩაასხით ბლენდერში და ათქვიფეთ. სუფრასთან მიტანამდე შეათბეთ.
ძალიან გემრიელია კრუტონებთან ერთად.
აი, ასეთი, მარტივი და სწრაფი რეცეპტია :)))

Party food

ხშირად, როდესაც დაბადების დღის აღსანიშნავად ან ისე უბრალოდ მეგობრებს ეპატიჟებით სახლში, გიწევთ ფიქრი იმაზე, თუ რა კერძები დაახვედროთ. ზოგი ნახევარფაბრიკატებს ყიდულობთ, ზოგი კი დილიდან პროდუქტების ყიდვასა და ნაირნაირი კერძების მზადებას იწყებთ. ასეთ შემთხვევაში, დღის ბოლოს უკვე არაფრის თავი აღარ გაქვთ, აღარც სტუმრების მოსვლა გიხარიათ და მხოლოდ თბილი ლოგინი გელანდებათ ხოლმე (მეც ესე ვარ ხოლმე :D იმედია, ჩემი მეგობრები ამ სტატიის წაკითხვისას არ "გამიბრაზდებით").
მსგავსი პრობლემის გადაჭრის მიზნით, გთავაზობთ რამდენიმე რეცეპტს, რომლის მიხედვითაც შეგიძლიათ სწრაფად და მარტივად დაამზადოთ გემრიელი საჭმელი (ე.წ. finger food).
სოსისი ფენოვან ცომში
ინგრედიენტები:
250 გრ ფენოვანი ცომი
(გაყინული იყიდება ყველა მაღაზიაში)
8-9 ცალი სოსისი
1 კვერცხის გული.
მომზადება:
ცომი გააბრტყელეთ და დაჭერით ზოლებად (დაახლოებით 8X2სმ ზომის). თითოეული სოსისი გაჭერით 3-ად. (ან გუდვილში შეგიძლიათ იყიდოთ საბავშო სოსისი, რომელიც პატარებია და არ დაგჭირდებათ დაჭრა).  შემდეგ ცომის თითოეულ ნაჭერში გაახვიეთ სოსისი. ზემოდან გადაუსვით ათქვეფილი კვერცხის გული (ცოდა წყალი დაამატეთ). და გამოაცხვეთ 15-20 წუთის განმავლობაში 180გრადუსზე..
ყველის ბურთულები
ინგრედიენტები:
500 გრ იმერული ყველი (ნაკლებ მარილიანი)
400 გრ სულგუნი
2 კვერცხი
40-50 გრ ფქვილი
100 გრ საფანელი
მარილი, წიწაკა გემოვნებით
ზეთი შესაწვავად
მომზადება:
ყველი გახეხეთ, დაამატეთ ფქვილი, ათქვეფილი კვერცხი, მარილი, წიწაკა და აურიეთ კარგად. გააკეთეთ საშუალო ზომის ბურთულები, ძალიან ცოტატი გააბრტყელეთ, ამოავლეთ  საფანელში და ნახევარი საათის განმავლობაში შედგით მაცივარში.
შემდეგ ზეთი გააცხელეთ ქვაბში (იმდენი ზეთი, რომ ყველის ბურთულები დაიფაროს)., ჩადეთ ყველის ბურთულები და 2-3 წუთში ამოიღეთ (ცოტა გაოქროსფერდება და თქვენთითონ მიხვდებით, რომ უკვე მზადაა). სუფრასთან უკეთესია, თუ ცხელს მიიტანთ. ძალიან უხდება სხვადასხვა სოუსი (სალსა ან ცეზარის დრესსინგი).








Corn Flakes with chocholate


ალბათ, ყველას შეგიმჩნევიათ ვაკის გუდვილის შესასვლელთან ტკბილეულობის სტენდი, სადაც შავ, რძიან და თეთრ შოკოლადში ამოვლებული ბანანის ნაჭრები და თხილი იყიდება. თუ ჯერ არ გაგისინჯავთ, გეტყვით, რომ ძალიან დიდი, თუმცა ძვირი სიამვნებაა.
დღეს მე გთავაზობთ რეცეპტს, რომლის მიხედვით სახლში თქვენთითონვე ძალიან მარტივად შეგიძლიათ, დაამზადოთ მსგავსი სახრამუნო ტკბილეული -corn flakes ამოვლებული შოკოლადში. 


საჭირო ინგრედიენტები:
150 გრ corn flakes
300 გრ თეთრი ან შავი შოკოლადი
3 ს/კ წყალი
მომზადება:
პირველ რიგში უნდა დაადნოთ შოკოლადი ე.წ. Bain Marie -ი ტექნოლოგიის მეშვეობით. მდუღარე წყლიან ჭურჭელში მოათავსეთ მეორე ჯამი, რომელშიც დატეხილ შოკოლადს ჩაყრით და დაამატეთ წყალი. დადნობას დასჭირდება საშუალოდ 7-8 წუთი. როდესაც შოკოლადი დადნება, ამოიღეთ ჯამი და ჩაყარეთ შიგნით corn flakes, კარგად ამოავლეთ შოკოლადში და სუფრის კოვზის მეშვეობით პატარ-პატარა პორციებად გაანაწილეთ ფოლგაზე. (ისე, როგორც ფოტოზეა ნაჩვენები). დაახლოებით ნახევარ საათში შოკოლადი ისევ გამაგრდება და შეგეძლებათ მიირთვათ
თვალსაჩინოებისთვის შეგიძლიათ შეხვიდეთ ლინკზე და youtube-ში უყუროთ ვიდეოს, თუ როგორ მზადდება შოკოლადიანი  corn flakes.
გისურვებთ წარმატებებს! :)))
http://www.youtube.com/watch?v=jt5y4Pmrhvk

Wednesday, May 16, 2012

Strawberry vodka - მარწყვის არაყი

სიმართლ გითხრათ, მეც არასდროს გამისინჯავს მარწყვის არაყი. საერთოდ სასმელი არ მიყვარს, ჩემთვის დალევა მაქსიმუმ ნახევარ ბოკალ წითელ ღვინოსა ან ერთ ჭიქა მარტინის არყით ნიშნავს. 
ამ რეცეპტს გუშინ, შემთვევით, წავაწყდი ინტერნეტში, ძალიან დამაინტერესა და ვაპირებ უახლოეს მომავალში ვცადო კიდეც გაკეთება ( და ნუ მერე დალევასაც გავრისკავ :))))). ვფიქრობ, რომ თქვენც დაგაინტერესებთ.მომზადება ძალიან მარტივია და თან ამისთვის სეზონიც გვიწყობს ხელს.



საჭირო ინგრედიენტები:
ერთი ბოთლი (750მლ) არაყი
600-700 გრ მარწყვი (რაც უფრო ბუთქუშა იქნება, მით უკეთესი)
მომზადება:)

მარწყვი დაჭერით კონუსისებრად (წინასწარ რომ უნდა გარეცხოთ, ნუ ამას აღარ ვწერ :D). შემდეგ ჩაყარეთ ქილაში, ჩაასხით არაყი და თავსახური მჭიდროდ დაახურეთ. (თუ თავსახურს მოხუფავთ, ალბათ, უფრო უკეთესი იქნება). შემდეგ 4-6 დღე ბნელ და გრილ ადგილას შეინახეთ. ბოლოს გადაწურეთ ყავისთვის განკუთვნილი ფილტრით და მიირთვით :)...

Tuesday, May 15, 2012

Carrot Cake with Cream Cheese Frosting


"სტაფილოს ნამცხვარი???" - პირველი რეაქცია. ალბათ, ყველას ასეთი გექნებათ. მაგრამ ვისაც ჯერ არ გაგისინჯავთ, მომენდეთ, ცადეთ გაკეთება და, რომ გასინჯავთ, აღფრთოვანებას ვეღარ დამალავთ.  თითონ ბისკვიტის გემო დიდი არაფრით განსხვავედება ჩვეულებრივი კექსისაგან. მთავარი საიდუმლოება კრემშია, რომელიც cream cheese-სგან მზადდება.
...პირველად ეს ნამცხვარი ამერიკაში გავსინჯე, როდესაც ჩემს დას ჰარვარდის ბიბლიოთეკის კაფეტერიაში ვეხმარებოდი. იმ დღიდან დაიწყო სწორედ ჩემი "თავდავიწყება", პირზე სულ Carrot cake მეკერა...
საბედნიეროდ, cream cheese უკვე საქართველოშიც შემოიტანეს, ჰოდა, როცა სტაფილოს ნამცხვარი მენატრება ხოლმე, უპრობლემოდ ვაკეთებ.
მოდით თავს აღარ მოგაბეზრებთ და რეცეპტზე გადავიდეთ :)))
ინგრედიენტები:
ცომი:
4 კვერცხი
2 ჭიქა (400გრ) შაქარი
2 ჭიქა (280გრ) ფქვილი
60 მლ ზეთი
180 მლ დამდნარი კარაქი
2 ჩ/კ სოდა
1 ს/კ დარიჩინი
1/2 ჩ/კ მარილი
1 1/2 ჩაის კოვზი ლიმნის კანი
60 გრ ქიშმიში
ნუში ან ნიგოზი (ნახევარი ჭიქა)2 ს/კ ლიმნის წვენი
5-6 ცალი გახეხილი სტაფილო
ვანილი
მომზადება:
კვერცხი ძალიან კარგად ათქვიფეთ მიქსერით (ისე რომ აფუვდეს), დაამატეთ ზეთი ,კარაქი, ვანილი, ლიმონის წვენი და გააგრძელეთ თქვეფა. ცალკე ჯამში აურიეთ შაქარი, ფქვილი, დარიჩინი, სოდა და მარილი. შემდეგ ჩაასხით კვერცხის სითხეში და აურიეთ. დაამატეთ გახეხილი სტაფილო, ნიგოზი და ქიშმიში.
შემდეგ ჩაასხით ცომი ცხიმწასმულ ფორმაში და შედგით ჰაერღუმელში (180 გრადუსზე)  35-40 წუთის განმავლობაში.
კრემი:
450 გრ cream cheese
110 გრ კარაქი
240-300 გრ შაქრის პუდრა
ვანილი
მომზადება:

მიქსერით კარგად ათქვიფეთ cream cheese და კარაქი. თანდათან დაუმატეთ შაქრის პუდრა და გააგრძელეთ თქვეფა. ბოლოს ჩაყარეთ ვანილი.
სანამ კრემს წაუსვამთ, იცოდეთ, ნამცხვარი კარგად უნდა გაცივდეს. 


დღეს უკვე ამ ნამცხვარს  სტარბაქსის ყველა კაფეში წააწყდებით, ეს ისე უბრალოდ, ცნობისთვის :)

Monday, May 14, 2012

გნოკი რიკოტათი - სულ რაღაც 15 წუთში!

პირველად გნოკის (gnocchi) არსებობის შესახებ გერმანიაში გავიგე, როდესაც რეალში (სუპერმარკეტების ქსელი) "ხეტიალის" ( ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით) დროს ნახევარფაქრიკატების განყოფილებაში წავაწყდი. გნოკი იტალიური კერძია, მზადდება ფქვილისა და კვერცხისგან, ძალიან წააგავს პასტასა და ვარენიკებს.
მინდა დავამსხვრიო ძველი მითი, რომ გნოკის მომზადება დიდ შრომასა და დროს მოითხოვს და გაგიზიაროთ მარტივი რეცეპტი, რომლის მიხედვით ნოყიერ და უგემრიელეს სადილს სულ რაღაც 15 წუთში დაამზადებთ :))))
ინგრედიენტები:
პორცია:2
250 გრ რიკოტა
1 კვერცხის გული
1/2 ჩკ მარილი
30 გრ პარმეჯანი, დახეხილი
50-75 გრ ფქვილი
ტომატის ან პესტოს სოუსი

მომზადება:
რიკოტას ყველი, კვერცხის გული, პარმეჯანი და მარილი კარგად აურიეთ ხის კოვზით. (რიკოთა შეგიძლიათ cream cheese-ითაც ჩაანაცვლოთ).დაამატეთ ფქვილი. ცომი თუ წებოვანია, დაამატეთ ცოტა ფქვილი და თან კარგად მოზილეთ. (მთავარია, ფქვილი არ გადაამეტოთ, თორემ გნოკი ჰაეროვანი აღარ გამოვა!).
გასაბრტყელებელ ფორმას მოაყარეთ ფქვილი, ხელებიც ფქვილში ამოივლეთ და ცომისგან ორი თითის სისქის როლი გააკეთეთ. შემდეგ აიღეთ დანა და პატარა ბალიშებად დაჭერით. ამოავლეთ თითოეული ბალიში ცოტა ფქვილში და გააგრძელეთ დაჯჭრა.
შემდეგ ქვაბით წყალი აადუღეთ, დაამატეთ ცოტა მარილი და ჩაყარეთ გნოკი. თუ გნოკი ქვაბის ძირს მიეკრო, კოვზით ფრთხილად მოურიეთ. დაახლოებით 3-4 წუთში გნოკი ამოტივტივდება და მიხვდებით, რომ უკვე მზად არის!
სუფრაზე პომიდვრის ან პესტოს სოუსით მიიტანეთ.

P.S. თუ ვინმე გაკეთებას ცდით, მომწერეთ, როგორ გაართმევთ თავს,  ძალიან მაინტერესებს :))))))

ყველაზე ლამაზი კერძები, რომლებსაც მსოფლიოს სხვადასხვა რესტორანი გთავაზობთ!

გადაავლეთ თვალი და გაეცანით ზოგიერთ ულამაზესს კერძს, რომელსაც მსოფლიოს სხვადასხვა რესტორანი გთავაზობთ. ამის შემდეგ თქვენ დარწმუნდებით, რომ შეფმზარეულები ნამდვილი ხელოვანები არიან!
სან ფრანცისკო:  Coi

რესტორან " Coi"-ს შეფმზარეული, დანიელ პატერსონი, გთავაზობთ  პომიდვრის ამობრუნებულ ტარტს - ნაზად მოთუშული პომიდვრები, პესტოს , ნაღებისა და პომიდვრის მსუბუსი სოუსისა  და ზეთისხილის ხრაშუნა ფენოვანი ცომის ფენითაა გაფორმებული.




ერენტერია, ესპანეთი : Mugaritz
ერთწლიანი ექსპერიმენტის წყალობით ანდონ ლუის ადორიცის შედევრი - მზეზე დამწიფებული კენკრისა და ჭარხლის ჰაეროვანი და ნაზი ბუშტუკები.



პარიზი: Pierre Gagnaire
Les Cristaux de Vent "კრისტეალების ნიავი"
ლეგენდარულმა ფრანგმა შეფმზარეულმა, პიერ განიერიმ, ბეზეს ღვთაბრივი გემო შესძინა. წყლის დამატებით ის ათქვეფილი კვერცხის ცილასა და შაქარისაგან უზადოდ ფაფუკ, მსუბუქ ფერად ბეზეს ჩხირებს ქმნის. (მოლეკულური კულინარია)


ლაგოილი, საფრანგეთი: Bras
უნიჭერეს მიშელ ბრას მიერ მომზადებული ეს ულამაზესი სალათა შედგება 60-მდე დასახელების  ბოსტნეულის, ფოთლების, ყვავილებისა და მარცვლეულისგან.