Tuesday, May 22, 2012

ლობიოს, სიმინდისა და ყველის ნაჩოსი



როგორ დამავიწყდა?! რომ არა თიკო (ჩემი დაქალი), ალბათ, კიდევ დიდი ხანი არ გამახსენდებოდა ამ რეცეპტის დაწერა. სულ რაღაც 10 წუთის წინ მომწერა facebook-ზე, რომ  მექსიკური ნაჩოსის ჩემეული ვარიანტი დამედო, რომელიც მას ძალიან უყვარს. ამ კერძს ხშირად  ვაკეთებთ ხოლმე ზაფხულობით, როდესაც მთელი ჩვენი სამეგობრო მასთან, მცხეთაში, ვატარებთ ხოლმე ზაფხულის ცხელ დღეებს. 
მომზადება ძალიან მარტივია და არც დიდ დროს წაგართმევთ. უბრალოდ, მთავარია, რომ ცხელი მიირთვათ, რადგანაც თუ გაცივდა, ისეთი გემო აღარ აქვს :/
გუდვილში შეგიძლიათ ყველა საჭირო ინგრედიენტი იყიდოთ.
მოკლედ გადავიდეთ რეცეპტზე. :))
თქვენ დაგჭირდებათ:
MAGGI fix & frisch Chili con Carne (სუნელების განყოფილებაში)
2 კონსერვი წითელი ლობიო (კონსერვების განყოფილებაში დევს)
1 კონსერვი სიმინდი
2 საშუალო შეკვრა დორიტოსი (ერთი წიწაკით, მეორე ყველით)
3 პამიდორი
200 გრ ჰოლანდიური ყველი (ან ნებისმიერი სხვა)
მომზადება:
ტაფაზე დაასხით ცოტა ზეთი, გაახურეთ და დაბალ ცეცხლზე 5 წუთის განმავლობაში მოშუშეთ ლობიო თავისსავე წვენში და სიმინდი (წვენი გადაასხით). ერთ ჭიქა მდუღარე წყალში გახსენით  MAGGI fix და დაუმატეთ სიმინდსა და ლობიოს. აცადეთ წამოდუღება .წყალი ცოტათი უნდა ამოშრეს და დანარჩენი მასა ბლანტი უნდა გახდეს. 
ამასობაში, პამიდორს კანი გააცალეთ და დაჭერით თხელ, მრგვალ ნაჭრებად.
აერღუმელი გააცხელეთ 180 გრადუსზე. გამჭვირვალე ფორმას წაუსვით ცოტა ზეთი, ერთ ფენად ჩააწყვეთ დორიტოსი, მეორე ფენა დაასხით გამზადებული ლობიო და სიმინდი და მესამე ფენად პომიდვრის ნაჭრები დაალაგეთ.  შემდეგ ისევ თავიდან, ჯერ დორიტოსი და ა.შ. სულ ბოლო ფენად ისევ დორიტოსის ჩიფსები და პომიდორი დააწყვეთ. ბოლოს დაახეხეთ ყველი.
გამოაცხვეთ 15 წუთის განმავლობაში შეხედეთ, როდესაც ზემოდან ყველი უკვე დადნება, შეგიძლიათ, გამოიღოთ და მიირთვათ).

No comments:

Post a Comment