Wednesday, May 9, 2012

უგემრიელესი ვაშლის ტარტი დარიჩინით


ინგრედიენტები:
ცომი:
3 ჭიქა ფქვილი
6 სუფრის კოვზი შაქარი
200 გრ კარაქი
2 კვერცხი
შიგთავსი:
6 ცალი ვაშლი
5-6 სუფრის კოვზი შაქარი
1 პატარა პაკეტი დარიჩინი (გემოვნებით)

 მომზადება:
კვერცხი, შაქარი ათქვიფეთ მიქსერით, დაუმატეთ ოთახის ტემპერატურაზე გამდნარი კარაქი და კარგად ათქვიფეთ. თანდათანობით დაუმატეთ ფქვილი და ისევ განაგრძეთ თქვეფა. შემდეგ განაგრძეთ ხელით ზელა და ცოდ-ცოტა ფქვილი დაუმატეთ მანამ, სანამ ტარტალეტკის ცომის მსგავს მასას არ მიიღებთ. შემდეგ გაყავით ცომი ორ ნაწილად, დაამრგვალეთ და ნახევარი საათით შედგით მაცივარში.
ამასობაში მოამზადეთ შიგთავსი, გათალეთ ვაშლი და თხელ ნაჭრებად დაჭერით (იხ. სურათი). მოაყარეთ დარიჩინი და შაქარი.

აიღეთ მრგვალი საცხობი ფორმა, წაუსვით ცოტა ზეთი. გააპრტყელეთ ცომის ერთი გუნდა და ჩადეთ ფორმაში. შემდეგ ამოავსეთ ვშლის შიგთავსით და ზემოდან გადააფარეთ გაბრტყელებული ცომი (მეორე ნახევარი).

ისე ქენით, რომ ორივე ცომის გვერდები ერტმანეთს კარგად ეკვროდეს, შემოასწორეთ დანით და გააფორმეთ ჩანგლის საშუალებით (იხილეთ სურათი)

გამოაცხვეთ 180 გრადუსზე 35-40 წუთის განმავლობაში.
შეგიძლიათ მიირთვათ ცხელი და ცივი ფორმითაც.ძალიან უხდება ვანილის ნაყინი :)))))


No comments:

Post a Comment