Thursday, May 10, 2012

სწრაფი რეცეპტი Maggi fix-ის წყალობით :)

მინდა, შემოგთავაზოთ რეცეპტი, რომელიც არც დიდ დროსა და არც დიდ ძალისხმევას მოითხოვს. ერთი 5 წლის წინ პირველად გერმანიაში წავაწყდი Maggi-სა და Knorr-ის ფირმის მზა სპეციებს, რისი მეშვეობითაც ძალიან სწრაფად შეგიძლიათ დაამზადოთ უამრავი სახეობის კერძი. ეს მზა სპეციები უკვე გუდვილშიც შემოიტანეს (სუნელების განყოფილებაში შეგიძლიათ მიაგნოთ). 
ამჯერად გთავაზობთ სტეიკის დამზადების რეცეპტს, რომელიც მხოლოდ 15 წუთს მოითხოვს.

ძროხის ხორცის სტეიკი
ინგრედიენტები:

MAGGI fix & frisch Chili con Carne

500 გრ ძროხის ხორცი (სტეიკისთვის)

1 სკ ბალზამიკო

100 მლ ზეთი
1 კბილი ნიორი

2 სკ ხმელი ქინძი

პორცია: 4
მომზადების დრო: 15 წუთი
ხორცი გარეცხეთ და დაჭერით სტეიკისთვის შესაბამის 4 ნაჭრად. მზა სპეციის შეკვრა აურიეთ ზეთთან და ბალზამიკოსთან, დაამატეთ დაჭყლეტილი ნიორი. ამ მარინადში ჩააწყვეთ ხორცის ნაჭრები და გააჩერეთ ნახევარი საათით. შემდეგ გაცხელებულ ტაფაზე ან გრილზე შევწვით 5-5 წუთით ორივე მხრიდან. ბოლოს მოაყარეთ ხმელი ქინძი.

No comments:

Post a Comment