საჭირო ინგრედიენტები:
500 გრ პომიდორი
90მლ (6 სკ)ზეითუნის ზეთი
1 სკ შაქარი
მარილი, წიწაკა, ბაზილიკა, ორეგანო
1 ხახვი
2 კბილი ნიორი
გალინა ბლანკას ბრიკეტი
კრუტონები და გახეხილი ყველი
მინდა გაგიზიაროთ ჩემი საყვარელი სუპის, პომიდვრის კრემსუპის, რეცეპტი. ძალიან უხდება კრუტონები და ჩახეხილი ყველი :)
მომზადება:
მდუღარე წყალში 2 წუთით ჩადეთ პომიდვრები, რომ კანი ადვილად გააცალოთ. დაჭერით საშუალო ზომის ნაჭრებად და 2 სუფრის კოვზ ზეითუნის ზეთში დაბალ ცეცხლზე მოთუშეთ (20წუთის განმავლობაში). ცალკე ტაფაზე 2 სუფრის კოვზ ზეთში მოხრაკეთ წვრილად დაჭრილი ხახვი, დაჭყლეტილი ნიორი. 240 მლ მდუღარე წყალში გახსენით ბულიონის ბრიკეტი. შემდეგ ბლენდერში ყველაფერი ერთად აურიეთ (გალინა ბლანკას ბულიონთან და შაქართან ერთად). არეული მასა ქვაბში ჩაასხით და წამოადუღეთ. დაამატეთ მარილი, წიწაკა, ბაზილიკი და ორეგანო (გემოვნებით) და 2 წუთში სუპიც მზად არის :)))
No comments:
Post a Comment