Sunday, May 27, 2012

ალუბლის ტარტი

ერთ-ერთი პირველი რეცეპტი, რომელიც შემოგთავაზეთ იყო ვაშლის ტარტი. ჰოდა, იმავე ცომით შეგიძლიათ არანაკლებ გემრიელი ალუბლის ტარტი დაამზადოთ. თანაც, ზუსტად ახლა დადგა ალუბლის სეზონი :))) მოკლედ გადავიდეთ რეცეპტზე.

ინგრედიენტები:
ცომი:
3 ჭიქა ფქვილი
6 სუფრის კოვზი შაქარი
200 გრ კარაქი
2 კვერცხი
შიგთავსი:
800 გრ ალუბალი
1/2 ჭიქა  შაქარი (გემოვნების მიხედვით დააკელით ან დაუმატეთ)
1 სკ კარტოფილის ფქვილი

 მომზადება:
კვერცხი, შაქარი ათქვიფეთ მიქსერით, დაუმატეთ ოთახის ტემპერატურაზე გამდნარი კარაქი და კარგად ათქვიფეთ. თანდათანობით დაუმატეთ ფქვილი და ისევ განაგრძეთ თქვეფა. შემდეგ განაგრძეთ ხელით ზელა და ცოდ-ცოტა ფქვილი დაუმატეთ მანამ, სანამ ტარტალეტკის ცომის მსგავს მასას არ მიიღებთ. შემდეგ გაყავით ცომი ორ ნაწილად, დაამრგვალეთ და ნახევარი საათით შედგით მაცივარში.
ამასობაში, ალუბალი გამოკურკეთ, დააყარეთ შაქარი, დადგით დაბალ ცეცხლზე და ურიეთ. თანდათან დაუმატეთ კარტოფილის ფქვილი და განაგრძეთ მორევა. როდესაც ალუბლის მასა შესქელდება, გადმოდგით ცეცხლიდან და აცადეთ გაციება. 
 აიღეთ მრგვალი საცხობი ფორმა, წაუსვით ცოტა ზეთი. გააპრტყელეთ ცომის ერთი გუნდა და ჩადეთ ფორმაში. ჩაყარეთ ალუბლები ( ისე ქენით, რომ ცომის ორივე ფენა ერთმანეთს კარგად ეკვროდეს, შემოასწორეთ დანით და გააფორმეთ ჩანგლის საშუალებით.
გამოაცხვეთ 180 გრადუსზე 35-40 წუთის განმავლობაში.

შეგიძლიათ მიირთვათ ცხელი და ცივი ფორმითაც. ვანიილის ნაყინთან ძალიან გემრიელიააა! ::)))

No comments:

Post a Comment