Monday, May 14, 2012

გნოკი რიკოტათი - სულ რაღაც 15 წუთში!

პირველად გნოკის (gnocchi) არსებობის შესახებ გერმანიაში გავიგე, როდესაც რეალში (სუპერმარკეტების ქსელი) "ხეტიალის" ( ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით) დროს ნახევარფაქრიკატების განყოფილებაში წავაწყდი. გნოკი იტალიური კერძია, მზადდება ფქვილისა და კვერცხისგან, ძალიან წააგავს პასტასა და ვარენიკებს.
მინდა დავამსხვრიო ძველი მითი, რომ გნოკის მომზადება დიდ შრომასა და დროს მოითხოვს და გაგიზიაროთ მარტივი რეცეპტი, რომლის მიხედვით ნოყიერ და უგემრიელეს სადილს სულ რაღაც 15 წუთში დაამზადებთ :))))
ინგრედიენტები:
პორცია:2
250 გრ რიკოტა
1 კვერცხის გული
1/2 ჩკ მარილი
30 გრ პარმეჯანი, დახეხილი
50-75 გრ ფქვილი
ტომატის ან პესტოს სოუსი

მომზადება:
რიკოტას ყველი, კვერცხის გული, პარმეჯანი და მარილი კარგად აურიეთ ხის კოვზით. (რიკოთა შეგიძლიათ cream cheese-ითაც ჩაანაცვლოთ).დაამატეთ ფქვილი. ცომი თუ წებოვანია, დაამატეთ ცოტა ფქვილი და თან კარგად მოზილეთ. (მთავარია, ფქვილი არ გადაამეტოთ, თორემ გნოკი ჰაეროვანი აღარ გამოვა!).
გასაბრტყელებელ ფორმას მოაყარეთ ფქვილი, ხელებიც ფქვილში ამოივლეთ და ცომისგან ორი თითის სისქის როლი გააკეთეთ. შემდეგ აიღეთ დანა და პატარა ბალიშებად დაჭერით. ამოავლეთ თითოეული ბალიში ცოტა ფქვილში და გააგრძელეთ დაჯჭრა.
შემდეგ ქვაბით წყალი აადუღეთ, დაამატეთ ცოტა მარილი და ჩაყარეთ გნოკი. თუ გნოკი ქვაბის ძირს მიეკრო, კოვზით ფრთხილად მოურიეთ. დაახლოებით 3-4 წუთში გნოკი ამოტივტივდება და მიხვდებით, რომ უკვე მზად არის!
სუფრაზე პომიდვრის ან პესტოს სოუსით მიიტანეთ.

P.S. თუ ვინმე გაკეთებას ცდით, მომწერეთ, როგორ გაართმევთ თავს,  ძალიან მაინტერესებს :))))))

No comments:

Post a Comment