"სტაფილოს ნამცხვარი???" - პირველი რეაქცია. ალბათ, ყველას ასეთი გექნებათ. მაგრამ ვისაც ჯერ არ გაგისინჯავთ, მომენდეთ, ცადეთ გაკეთება და, რომ გასინჯავთ, აღფრთოვანებას ვეღარ დამალავთ. თითონ ბისკვიტის გემო დიდი არაფრით განსხვავედება ჩვეულებრივი კექსისაგან. მთავარი საიდუმლოება კრემშია, რომელიც cream cheese-სგან მზადდება.
...პირველად ეს ნამცხვარი ამერიკაში გავსინჯე, როდესაც ჩემს დას ჰარვარდის ბიბლიოთეკის კაფეტერიაში ვეხმარებოდი. იმ დღიდან დაიწყო სწორედ ჩემი "თავდავიწყება", პირზე სულ Carrot cake მეკერა...
საბედნიეროდ, cream cheese უკვე საქართველოშიც შემოიტანეს, ჰოდა, როცა სტაფილოს ნამცხვარი მენატრება ხოლმე, უპრობლემოდ ვაკეთებ.
მოდით თავს აღარ მოგაბეზრებთ და რეცეპტზე გადავიდეთ :)))
ინგრედიენტები:
ცომი:
4 კვერცხი
2 ჭიქა (400გრ) შაქარი
2 ჭიქა (280გრ) ფქვილი
60 მლ ზეთი
180 მლ დამდნარი კარაქი
2 ჩ/კ სოდა
1 ს/კ დარიჩინი
1/2 ჩ/კ მარილი
1 1/2 ჩაის კოვზი ლიმნის კანი
60 გრ ქიშმიში
ნუში ან ნიგოზი (ნახევარი ჭიქა)2 ს/კ ლიმნის წვენი
5-6 ცალი გახეხილი სტაფილო
ვანილი
მომზადება:
კვერცხი ძალიან კარგად ათქვიფეთ მიქსერით (ისე რომ აფუვდეს), დაამატეთ ზეთი ,კარაქი, ვანილი, ლიმონის წვენი და გააგრძელეთ თქვეფა. ცალკე ჯამში აურიეთ შაქარი, ფქვილი, დარიჩინი, სოდა და მარილი. შემდეგ ჩაასხით კვერცხის სითხეში და აურიეთ. დაამატეთ გახეხილი სტაფილო, ნიგოზი და ქიშმიში.
შემდეგ ჩაასხით ცომი ცხიმწასმულ ფორმაში და შედგით ჰაერღუმელში (180 გრადუსზე) 35-40 წუთის განმავლობაში.
450 გრ cream cheese
110 გრ კარაქი
240-300 გრ შაქრის პუდრა
ვანილი
მომზადება:
მიქსერით კარგად ათქვიფეთ cream cheese და კარაქი. თანდათან დაუმატეთ შაქრის პუდრა და გააგრძელეთ თქვეფა. ბოლოს ჩაყარეთ ვანილი.
სანამ კრემს წაუსვამთ, იცოდეთ, ნამცხვარი კარგად უნდა გაცივდეს.
დღეს უკვე ამ ნამცხვარს სტარბაქსის ყველა კაფეში წააწყდებით, ეს ისე უბრალოდ, ცნობისთვის :)
No comments:
Post a Comment