- ჰერკულესი შოკოლადითა და ბანანით (2 პორცია)
2 ჭიქა ცხელი წყალი
1 ჭიქა ჰერკულესი
შაქარი გემოვნებით
1 ბანანი
შოკოლადი (შავი ან რძიანი)
მომზადება:
ჰერკულესს დაასხით მდუღარე წყალი, დაახურეთ თავსახური და გააჩერეთ 5 წუთი. შემდეგ ჩაჭერით ბანანი და ჩაატეხეთ შოკოლადი. დაამატეთ შაქარი გემოვნებით და უგემრიელესი, ჯანმრთელი საუზმე უკვე მზადაა!
- ომლეტი
3 კვერცხი
2 დაჭრილი პამიდორი
50 გრ ყველი
ნახევარი ხახვი
1 სკ ნაღები ან რძე
მარილი
წიწაკა
ზეთი შესაწვავად
მომზადება:
დაჭრილი ხახვი მოშუშეთ ტაფაზე. ათქვიფეთ კვერცხი, დაამატეთ ნაღები, დაჭრილი პამიდორი, დახეხილი ყველი, ხახვი. დაამათთ მარილი და წიწაკა გემოვნებით. შემდეგ შეწვით გაცხელებულ ტაფაზე რამდენიმე წუთის განმავლობაში ორივე მხრიდან და თქვენი ომლეტიც მზად არის! :)))
დარწმუნებული ვარ ჰერკულესი თქვენი რეცეპტით ძალიან მომეწონება :)
ReplyDelete