![]() |
სუში ჩემი ყველაზე საყვარელი კერძია და მინდა, რამდენიმე სიტყვით გაგაცნოთ მისი შექმნის ისტორია.
სუში ტრადიციული იაპონური სამზარეულოს კერძია, რომელიც
მზადდება ბრინჯისა და ზღვის პროდუქტებისაგან, სხვადასხვა ინგრედიენტის დამატებით.
იაპონიაში სუშის მომზადება მთელი ხელოვნებაა, რომელსაც საგულდაგულოდ სწავლობენ.
ცნობილია, რომ სუში ჯანსაღი
პროდუქტია და დადებითად მოქმედებს ადამიანის ჯანმრთელობაზე.
სუშის დამზადების ისტორია სათავეს იღებს ჩ.წ. პირველი
საუკუნიდან ჩრდილოეთ აზიაში, სადაც მოხარშულ ბრინჯს იყენებდნენ თევზის მომზადებისა
და კონსერვირებისთის. გასუფთავებულ და დაჭრილ თევზს აყრიდნენ მარილს და ბრინჯში ურევდნენ,
შემდეგ ზემოდან ქვებს ადებნენ (რაც თავსახურის ფუნქციას ასრულებდა). რამდენიმე თვის
განმავლობაში მიმდინარეობდა ბრინჯისა და თევზის რძემჟავური ფერმენტაცია, რისი წყალობითაც
თევზი მთელი წლის განმავლობაში ვარგისი რჩებოდა.
მე-17 საუკუნეში ბრინჯს უკვე ძმარს უმატებდნენ და სუნელებიან თევზთან ერთად პრესავდნენ. მე-19 საუკუნეში
ტოკიოში გამოჩნდა ცნობილი ნიგირი-სუში. მე-20 საუკუნის შუა ხანებში უკვე სუშის ბევრი
სახეობა იყო გავრცელებული.
...ბოლო დროს სუში ჩვენთანაც გახდა პოპულარული და, შესაბამისად, თბილისში ძალიან მომრავლდა ადგილები, სადაც სუშის ჭამას შეძლებთ. მაგრამ, ჩემი აზრით, ნამდვილი სუშის მხოლოდ "საკურასა" ან რესტორან "ქალაქურში" თუ დააგემოვნებთ.
რამდენიმე დღეში ვაპირებ, სახლში თავად ვცადო სუშის როლების გაკეთება. შემდეგ ფოტოებს აუცილებლად ავტვირთავ, დავწერ რეცეპტსაც და, ამავე დროს, მოგცემთ რჩევებს, თუ სად და რა ფასში შეგიძლიათ საჭირო ინგრედიენტების შეძენა.
...დროებით ;)
No comments:
Post a Comment