ალბათ, ყველას შეგიმჩნევიათ ვაკის გუდვილის შესასვლელთან ტკბილეულობის სტენდი, სადაც შავ, რძიან და თეთრ შოკოლადში ამოვლებული ბანანის ნაჭრები და თხილი იყიდება. თუ ჯერ არ გაგისინჯავთ, გეტყვით, რომ ძალიან დიდი, თუმცა ძვირი სიამვნებაა.
დღეს მე გთავაზობთ რეცეპტს, რომლის მიხედვით სახლში თქვენთითონვე ძალიან მარტივად შეგიძლიათ, დაამზადოთ მსგავსი სახრამუნო ტკბილეული -corn flakes ამოვლებული შოკოლადში.
საჭირო ინგრედიენტები:
150 გრ corn flakes
300 გრ თეთრი ან შავი შოკოლადი
3 ს/კ წყალი
მომზადება:
პირველ რიგში უნდა დაადნოთ შოკოლადი ე.წ. Bain Marie -ი ტექნოლოგიის მეშვეობით. მდუღარე წყლიან ჭურჭელში მოათავსეთ მეორე ჯამი, რომელშიც დატეხილ შოკოლადს ჩაყრით და დაამატეთ წყალი. დადნობას დასჭირდება საშუალოდ 7-8 წუთი. როდესაც შოკოლადი დადნება, ამოიღეთ ჯამი და ჩაყარეთ შიგნით corn flakes, კარგად ამოავლეთ შოკოლადში და სუფრის კოვზის მეშვეობით პატარ-პატარა პორციებად გაანაწილეთ ფოლგაზე. (ისე, როგორც ფოტოზეა ნაჩვენები). დაახლოებით ნახევარ საათში შოკოლადი ისევ გამაგრდება და შეგეძლებათ მიირთვათ
თვალსაჩინოებისთვის შეგიძლიათ შეხვიდეთ ლინკზე და youtube-ში უყუროთ ვიდეოს, თუ როგორ მზადდება შოკოლადიანი corn flakes.
გისურვებთ წარმატებებს! :)))
http://www.youtube.com/watch?v=jt5y4Pmrhvk
No comments:
Post a Comment