ხშირად, როდესაც დაბადების დღის აღსანიშნავად ან ისე უბრალოდ მეგობრებს ეპატიჟებით სახლში, გიწევთ ფიქრი იმაზე, თუ რა კერძები დაახვედროთ. ზოგი ნახევარფაბრიკატებს ყიდულობთ, ზოგი კი დილიდან პროდუქტების ყიდვასა და ნაირნაირი კერძების მზადებას იწყებთ. ასეთ შემთხვევაში, დღის ბოლოს უკვე არაფრის თავი აღარ გაქვთ, აღარც სტუმრების მოსვლა გიხარიათ და მხოლოდ თბილი ლოგინი გელანდებათ ხოლმე (მეც ესე ვარ ხოლმე :D იმედია, ჩემი მეგობრები ამ სტატიის წაკითხვისას არ "გამიბრაზდებით").
მსგავსი პრობლემის გადაჭრის მიზნით, გთავაზობთ რამდენიმე რეცეპტს, რომლის მიხედვითაც შეგიძლიათ სწრაფად და მარტივად დაამზადოთ გემრიელი საჭმელი (ე.წ. finger food).
ინგრედიენტები:
250 გრ ფენოვანი ცომი
(გაყინული იყიდება ყველა მაღაზიაში)
8-9 ცალი სოსისი
მომზადება:
ცომი გააბრტყელეთ და დაჭერით ზოლებად (დაახლოებით 8X2სმ ზომის). თითოეული სოსისი გაჭერით 3-ად. (ან გუდვილში შეგიძლიათ იყიდოთ საბავშო სოსისი, რომელიც პატარებია და არ დაგჭირდებათ დაჭრა). შემდეგ ცომის თითოეულ ნაჭერში გაახვიეთ სოსისი. ზემოდან გადაუსვით ათქვეფილი კვერცხის გული (ცოდა წყალი დაამატეთ). და გამოაცხვეთ 15-20 წუთის განმავლობაში 180გრადუსზე..
ინგრედიენტები:
500 გრ იმერული ყველი (ნაკლებ მარილიანი)
400 გრ სულგუნი
2 კვერცხი
40-50 გრ ფქვილი
100 გრ საფანელი
მარილი, წიწაკა გემოვნებით
ზეთი შესაწვავად
მომზადება:
ყველი გახეხეთ, დაამატეთ ფქვილი, ათქვეფილი კვერცხი, მარილი, წიწაკა და აურიეთ კარგად. გააკეთეთ საშუალო ზომის ბურთულები, ძალიან ცოტატი გააბრტყელეთ, ამოავლეთ საფანელში და ნახევარი საათის განმავლობაში შედგით მაცივარში.

yvelis burtebi ra martivi kopila. davamzadeb am kviras aucilebad:)
ReplyDeleteki dzalian martivia da tanac gemrieli :))))
Delete