დარწმუნებული ვარ, ტირამისუ ყველას ძალიან გიყვართ. ერთი წლის წინ, როდესაც სანტეს შოკოლადის ხაჭოს მივირთმევდი, მისი გემო ტირამისუს გემოს მივამსგავსე , რამაც შემდეგ გადამაწყვეტინა,რომ მასკარპონე და ნაღები ტკბილი ხაჭოთი ჩამენაცვლებინა. ჩემმა ცდამ გაამართლა და მას შემდეგ ხშირად ვამზადებ ტირამისუს ვანილისა და შოკოლადის ხაჭოთი.
ჰოდა, ახლა გადავწყვიტე, რომ ჩემი რეცეპტი თქვენც გაგიმხილოთ :))))
საჭირო ინგრედიენტები:
1 შეკვრა ტირამისუს პეჩენია(biscuits à la cuillère ან lady fingers)
1 ვანილის ხაჭო (200 გრ)
1 შოკოლადის ხაჭო (200 გრ)
1 ჩ/კ შაქარი
2 ჩ/კ სხნადი ყავა
2 ს/კ კონიაკი ან ვისკი
1 ჭიქა მდუღარე წყალი
კაკაო (ზემოდან მოსაყრელად)
მომზადება:
მდუღარე წყალში გახსენით ყავა, დაამატეთ შაქარი და ცოტა რომ შეგრილდება, ჩაასხით კონიაკი. ტირამისუს პეჩენიები დანამეთ ყავის სითხით (ორი წამით ჩააწეთ და ამოიღეთ).
გამჭვირვალე ფორმაში ერთ ფენად ჩააწყვეთ ჯერ პეჩენიები, შემდეგ მეორე ფენად გადაუსვით შოკოლადის ხაჭო, შემდეგ ისევ პეჩენიები და ბოლოს ვანილის ხაჭო. ზემოდან მოაყარეთ კაკაო და შედგით მაცივარში ერთი-ორი საათით.
ძალიან მიყვარს :) აუცილებლად გავსინჯავ თქვენი რეცეპტითაც
ReplyDelete