Wednesday, May 9, 2012

1 მაისი - შოკოლადის პარფეს (chocolate parfait) დღეა!

იცოდით, რომ წელიწადის ყოველი დღე სხვადასხვა საჭმლის არსანიშნავი დღეა? მაგალითად, 1 მაისი ამერიკაში შოკოლადის პარფეს დღედ არის მიჩნეული. :)
ამ დღის აღსანიშნავად, ამერიკაში ადგილობრივი მაღაზიები და რესტორნები სხვადასხვა ფასდაკლებასა და აქციას სთავაზობენ მომხმარებლებს.
PARFAIT ფრანგული სიტყვაა და ქართულად სრულყოფილს ნიშნავს.
ეს დესერტი სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვანაირად მზადდება. მაგალითად, ფრანგული პარფე გაყინული შოკოლადის, ხილის, ნაყინის, ნაღებისა და ათქვეფილი კვერცხის გულის მიქსია, რომელიც ლამაზად გაფორმებულ ლანგარზე მოაქვთ.
იაპონური პარფე კი გამჭვირვალე მაღალ ჭიქებში მზადდება და მთავარ ინგრედიენტებად ხილი და ნაყინი გამოიყენება.

გადავწყვიტე, შემოგთავაზოთ ყველაზე მარტივი დასამზადებელი უგემრიელესი მარწყვის იოგურტისა და გრანოლას პარფეს რეცეპტი.
მომზადების დრო : 5 წუთი

პორცია: 1
ინგრედიენტები:

250 გრ მარწყვის იოგურტი

1/2 ჭიქა მარწყვი

3 სუფრის კოვზი გრანოლა (მიუსლი)

დაჭრილი თხილი ან შოკოლადი (გემოვნებით)

მომზადება:
აიღეთ გამჭვირვალე ჭიქა, ფენა-ფენა ჩაასხით იოგურტი, შემდეგ მოაყარეთ მარწყვი, შემდეგ გრანოლა (ისე რომ, სულ სამ-სამი ფენა გამოვიდეს). ბოლოს ზემოდან მოაყარეთ დაჭრილი თხილი ან შოკოლადის ნატეხები.

1 comment: