Wednesday, May 9, 2012

ინგრედიენტები:
1 ხახვი
2 სუფრის კოვზი ზეთი
1/2 კგ თეთრი ქამა სოკო
6 სუფრის კოვზი ფქვილი
1 ბრიკეტი გალინა ბლანკა (სოკოსი)
500 მლ ცხელი წყალი
100 მლ ნაღები (15%)
1/2 ჩაის კოვზი მარილი
წიწაკა (გემოვნებით)
მომზადების დრო: 30-35 წუთი
მომზადება: წვრილად დაჭრილი ხახვი მოთუშეთ ზეთში, დაამატეთ დაჭრილი სოკო (ბოლოსთვის დაიტოვეთ სოკოს რამდენიმე დაუჭრელი ქუდი). ცხელ წყალში გახსენით სოკოს ბრიკეტი და ნელა-ნელა დაუმატეთ ფქვილი. შემდეგ აიღეთ ბლენდერი, ჩაასხით სოკოს ბულიონიანი სითხე, ჩაყარეთ სოკო და ხახვიც და კარგად დააბლენდერეთ. მიღებული მასა დადგით მდაბალ ცეცხლზე, რომ წამოდურღდება ჩაამატეთ ნეღები, მარილი და წიწაკა. კიდევ 5 წუთი წამოადუღეთ და უგემრიელესი სოკოს სუპი უკვე მზადაა! :)))))

ცოტა მოგვიანებით, პომიდვრისა და ყაბაყის კრემსუპის რეცეპტსაც შემოგთავაზებთ :))))

No comments:

Post a Comment